თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აკურაში ურთიერთშელაპარაკების შედეგათ ერთი ადამიანი მოკლეს. ახალგაზრდა კაცს სასიკვდილო ჭრილობები სანადირო თოფიდან მიაყენეს. დაჭრილია კიდევ ორი ადამიანი, მათ შორის მოკლულის ძმა.
დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თელავის საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც მათ სასწრაფო ოპერაცია უტარდებათ.
კონფლიქტის კონკრეტული მოტივი უცნობია. შემთხვევის ადგილზე მუშაობს პოლიცია.