logo_geo
eng_logo
თელავში ახალგაზრდა კაცი მოკლეს
- +

21 მაისი. 2022. 23:16

 

 

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აკურაში ურთიერთშელაპარაკების შედეგათ ერთი ადამიანი მოკლეს. ახალგაზრდა კაცს სასიკვდილო ჭრილობები სანადირო თოფიდან მიაყენეს. დაჭრილია კიდევ ორი ადამიანი, მათ შორის მოკლულის ძმა.

 

დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თელავის საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც მათ სასწრაფო ოპერაცია უტარდებათ.

 

კონფლიქტის კონკრეტული მოტივი უცნობია. შემთხვევის ადგილზე მუშაობს პოლიცია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner