ფოთში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 12 წლამდე მოზარდი გარდაიცვალა.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა გურიის ქუჩაზე იმ დროს მოხდა, როცა მოზარდი ველოსიპედით გადაადგილდებოდა.
12 წლამდე ბიჭი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ფოთის ჰოსპიტალში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. როგორც კლინიკაში აცხადებენ, მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა სიცოცხლისთვის შეუთავსებელი იყო.
შემთხვევის ადგილზე ექსპერტ- კრიმინალისტები მუშაობენ. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.