logo_geo
eng_logo
ფოთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არასრულწლოვანი გარდაიცვალა
- +

21 მაისი. 2022. 23:20

 

 

ფოთში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 12 წლამდე მოზარდი გარდაიცვალა.

 

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა გურიის ქუჩაზე იმ დროს მოხდა, როცა მოზარდი ველოსიპედით გადაადგილდებოდა.

 

12 წლამდე ბიჭი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ფოთის ჰოსპიტალში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. როგორც კლინიკაში აცხადებენ, მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა სიცოცხლისთვის შეუთავსებელი იყო.

 

შემთხვევის ადგილზე ექსპერტ- კრიმინალისტები მუშაობენ. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner