logo_geo
eng_logo
გიორგი ხელაშვილი: ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა იყო აღიარება, რომ საქართველომ წინ დიდი ნაბიჯი გადადგა - დაიწყო ახალი ეტაპი, რომელიც კანდიდატის სტატუსის მონიჭებით უნდა დაგვირგვინდეს
- +

21 მაისი. 2022. 23:21

 

 

“ვერავინ უარყოფს იმას, რომ საქართველო არის ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანა ევროპისკენ რეფორმებისა და წინსვლის თვალსაზრისით,” - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ხელაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

 

„ჩვენ გვადარებენ არა მხოლოდ აღმოსავლეთ პარტნიორობის 6 ქვეყანას, არა მხოლოდ ტრიოს, არამედ უკვე გვადარებენ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს, რომლებიც საკმაოდ წინ არიან და კანდიდატის სტატუსი უკვე მიღებული აქვთ.

 

როდესაც აღწევ რაღაც თამასას, მერე იშლება სრულიად ახალი ჰორიზონტი იმის, რა გაქვს გასაკეთებელი. როდესაც ასოცირების ხელშეკრულებას ხელი მოვაწერეთ ეს იყო აღიარება, რომ საქართველომ წინ დიდი ნაბიჯი გადადგა. მას შემდეგ დაიწყო ახალი ეტაპი, რომლის დაგვირგვინება უნდა იყოს კანდიდატის სტატუსის მონიჭება“, - განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.

 

ევროკომისიამ კითხვარის ქართული პასუხების შესახებ მოსაზრებები ევროკავშირის ლიდერებს, 24-25 ივნისის სამიტზე უნდა გაუზიაროს. მთავრობის მეთაურმა კარლ ჰარცელს კითხვარის მეორე და საბოლოო ნაწილი 10 მაისს გადასცა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner