logo_geo
eng_logo
ვოლოდიმირ ზელენსკი - ომი გრძელდება, ის არ დასრულებულა - ჩვენ ჯერ კიდევ მოგვიწევს ბრძოლა და გამარჯვებისკენ სვლა
- +

22 მაისი. 2022. 01:57

 

 

ყოველი ჩვენგანი ყოველდღიურად უნდა ზრუნავდეს იმაზე, რომ დაეხმაროს თავდაცვას იმით, რითაც შეუძლია. დიახ, რითაც შეუძლია,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა.

მისი თქმით, შეიძლება განცალკევებულ ქალაქებში ვინმეს ჰგონია, რომ ომი შეიძლება დავიწყებას მიეცეს, მაგრამ ის არ დასრულებულა და უკრაინელებს ჯერ კიდევ მოუწევთ გამარჯვებისკენ სვლა.

„ომი გრძელდება. ის არ დასრულებულა. ჩვენ ჯერ კიდევ მოგვიწევს ბრძოლა და გამარჯვებისკენ სვლა. შესაძლოა ვინმეს განცალკევებულ ქალაქებში ჰგონია, რომ ომი შეიძლება დავიწყებას მიეცეს და ფიქრობს, რომ შეუძლია ამაზე არ იფიქროს, მაგრამ არა. ყოველდღიურად უკრაინელები იღუპებიან ჩვენი თავისუფლებისთვის. და ყოველი ჩვენგანი ყოველდღიურად უნდა ზრუნავდეს იმაზე, რომ დაეხმაროს თავდაცვას იმით, რითაც შეუძლია. დიახ, რითაც შეუძლია“,- განაცხადა ზელენსკიმ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner