logo_geo
eng_logo
უკრაინაში რუსეთის აგრესიას 232 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა
- +

22 მაისი. 2022. 14:45

 

 

უკრაინაში რუსეთის აგრესიას 232 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, 430 კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

 

უწყების ცნობით, ყველაზე მეტი ბავშვი დაზარალდა დონეცკის ოლქში - 145, კიევის ოლქში - 116, ხარკოვის ოლქში - 102, ჩერნიგოვის ოლქში - 68, ხერსონის ოლქში - 48, ლუგანსკის ოლქში - 48, ნიკოლაევის ოლქში - 45, ზაპოროჟიეს ოლქში - 28, სუმის ოლქში - 17, დედაქალაქში - 16,  ჟიტომირის ოლქში - 15.

 

მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან აქტიური საომარი მოქმედებების გამო, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა გართულებულია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner