ქალთა მიმართ ძალადობა და გახშირებული ფემიციდი გააპროტესტეს ზუგდიდში. სამოქალაქო აქტივისტებმა სკეიტ-პარკის ტერიტორიაზე მდუმარე აქცია პერფორმანსი გამართეს. მათი ძირითადი ადრესატი საზოგადოება და სახელმწიფო იყო. „შენი სიჩუმე კლავს“, „არ დახუჭო თვალი“, „შეიძლება შენ იყო შემდეგი“ - ასეთი იყო აქციის ორგანიზატორების მიმართვა საზოგადოებისადმი.
ორგანიზატორთა განცხადებით, სტატისტიკა საგანგაშოა და ფემიციდმა აქტიური სახე მიიღო. მდუმარე აქცია „საქართველოს შემეცნებითი ცენტრის“, ქალთა ასოციაცია „გვირილას“ და „ფემინას“ ორგანიზებით გაიმართა. აქცია პერფორმანსი ზუგდიდის გარდა თბილისსა და ბათუმშიც ჩატარდება.