logo_geo
eng_logo
საფრანგეთის მინისტრი ევროპის საკითხებში: უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას 15-20 წელი დასჭირდება
- +

22 მაისი. 2022. 19:37

 

 

საფრანგეთის მინისტრი ევროპის საკითხებში აცხადებს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას 15-20 წელი დასჭირდება. ამის შესახებ BBC წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, შესაბამისი განცხადება კლემენ ბონმა ერთ-ერთი ფრანგული რადიოსადგურის ეთერში გააკეთა.

 

„გულწრფელები უნდა ვიყოთ. თუ ვიტყვით, რომ უკრაინა ევროკავშირში 6 თვეში, 1 ან 2 წელიწადში გაწევრიანდება, ეს ტყუილი იქნება. სავარაუდოდ 15-20 წელზე საუბარი. ამას დიდი დრო დასჭირდება“, - განაცხადა მან.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner