საფრანგეთის მინისტრი ევროპის საკითხებში აცხადებს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას 15-20 წელი დასჭირდება. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, შესაბამისი განცხადება კლემენ ბონმა ერთ-ერთი ფრანგული რადიოსადგურის ეთერში გააკეთა.
„გულწრფელები უნდა ვიყოთ. თუ ვიტყვით, რომ უკრაინა ევროკავშირში 6 თვეში, 1 ან 2 წელიწადში გაწევრიანდება, ეს ტყუილი იქნება. სავარაუდოდ 15-20 წელზე საუბარი. ამას დიდი დრო დასჭირდება“, - განაცხადა მან.