“თუ კი შენ ნიკა გვარამიას საქმის მასალებს არ იცნობ, როგორ შეიძლება ამტკიცო, რომ მიღებული გადაწყვეტილება მიკერძოებული ან მიუკერძოებელია,” - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნიკოლოზ სამხარაძემ „იმედის კვირას“ განუცხადა.
„ამაზე პასუხი მეც არ მაქვს. მე არ მაქვს საქმის მასალებთან წვდომა, არ წამიკითხავს ეს მასალები და შესაბამისად ვერ შევაფასებ სასამართლოს გადაწყვეტილებას, მით უმეტეს ჩვენი უცხოელი კოლეგები ვერ გააკეთებენ ამას. დარწმუნებული ვარ ეს საქმე არც ინგლისურად არის ნათარგმნი და იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ ქართულ ენაზე ვერ წაიკითხავდნენ. როდესაც შენ არ იცი ფაქტობრივი მონაცემები, არ იცი რას ედავებიან, არ იცი რაზე დადგა განაჩენი და აკეთებ განცხადებას, ეს განცხადება ჩემთვის მიკერძოებულია“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.