logo_geo
eng_logo
ვიქტორ დოლიძე: როდესაც ნატოს გენერალური მდივანი პირად რეზიდენციაში იღებს რომელიმე ქვეყნის ლიდერს, ეს იმაზე მეტყველებს თუ რამდენად სერიოზულად უყურებს ის როგორც ქვეყანას, ასევე იმ ოფიციალურ წარმომადგენელს, რომელსაც ხვდება
- +

22 მაისი. 2022. 21:57

 

 

ნატოში საქართველოს ელჩმა „იმედის კვირასთან“ იენს სტოლტენბერგისა და ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრაზე ისაუბრა. ვიქტორ დოლიძის თქმით, ის ფაქტი, რომ ნატოს გენერალურმა მდივანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრი პირად რეზიდენციაში მიიღო ნატოსთვის საქართველოს მნიშვნელობაზე მეტყველებს.

 

„გენმდივანი მართლა ავად იყო ამ დღეების განმავლობაში, პრემიერის ჩამოსვლამდე. ცოტა გაჭირდა კორონავირუსის შემდეგ მისი პოსტრეაბილიტაციური პერიოდიდან გამოსვლა, რის გამოც ის თავს იკავებდა ყველა შეხვედრისგან. მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, ჩვენ არ შეგვეხო. იმ დღეს გენდმივანმა აიღო ნებართვა თავისი პირადი ექიმებისგან და პირველი შეხვედრა ფინელებთან და შვედებთან [გამართა], რათა მათ ნატოში გაწევრიანების განაცხადი გადაეცათ. და მეორე შეხვედრა, რაც მან ვერ და არ გააუქმა, იყო შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან. მაშინ, როდესაც ფიზიკური მდგომარეობის გამო ნატოს გენერალური მდივანი სახლში, პირად რეზიდენციაში იღებს რომელიმე ქვეყნის ლიდერს, [ეს იმაზე მეტყველებს თუ] რამდენად მნიშვნელოვანია ამგვარი განაცხადი და რამდენად სერიოზულად უყურებს როგორც ქვეყანას, ასევე იმ ოფიციალურ წარმომადგენელს, რომელსაც ხვდება. ასე რომ, მინდა დაგარწმუნოთ, რომ ნატოს მხარდაჭერა უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე. გენერალური მდივანი პირადად არის ჩართული მოკავშირეებთან დიალოგში, რათა კიდევ უფრო მეტი დახმარება მივიღოთ, როგორც არსებული ფონდებიდან, ასევე ორმხრივად, ნატოს ქვეყნებიდან ჩვენი თავდაცვისუნარიანობის გაზრდისთვის“, - განაცხადა დოლიძემ.

 

18 მაისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს მის საცხოვრებელ რეზიდენციაში შეხვდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner