2021-2022 წლების იტალიის საფეხბურთო ჩემპიონატი „მილანმა“ მოიგო. ამის შესახებ France 24 იტყობინება.
სერია A-ს ბოლო ტურში სტეფანო პიოლის გუნდმა „სასუოლო“ ანგარიშით 3:0 დაამარცხა და 86 ქულით, გარანტირებულად გახდა ტურნირის გამარჯვებული. მეორე ადგილზე „ინტერი“ გავიდა.
ეს „მილანის“ პირველი საჩემპიონო ტიტულია 2010-2011 წლების სეზონის შემდეგ.