მართლმადიდებელი ეკლესია პატიოსანი და ცხოველმყოფელი ჯვრის შემოყვანების დღესასწაულს აღნიშნავს, რომელიც კონსტანტილოპოლში ჩამოყალიბდა. დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ სამების ტაძარში წყალი აკურთხა და წყალკურთხევის დასრულების შემდეგ მრეველს დღევანდელი დღე მიულოცა.
პატრიარქმა მრევლს ასევე შეახსენა, რომ მალე ფერიცვალების დღესასწაული მოდის.
"პარასკევს არის ფერიცვალება, ხუთშაბათს საღამოს ლოცვა იქნება სიონის ტაძარში და ფერიცვალების დღესასწაული იქნება მცხეთაში, ფერიცვალების დედათა მონასტერში, ეს მათი ტაძრის დღესასწაულია.
დალოცვლილი და გახარებული ყოფილიყავით!" - ბრძანა პატრიარქმა.