“ლავრენტი ბერია შექმნიდა პატიმართა უფლებების დაცვის მედიას - მედიამენეჯერი იქნებოდა და ხრუშჩოვი პასუხს ვეღარ მოსთხოვდა, რადგან ხელშეუხებელი იქნებოდა. ასეთი ფინტები ცნობილი არ იყო, თორემ, ისეთი ხალხი გამოჩნდებოდა ტელევიზიებსა და არასამთავრობოებში, რომ სანატრელი!,” - ამის შესახებ პოეტმა დავით მაღრაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“, ნიკა გვარამიას საქმეზე საუბრისას განაცხადა.
„მე გვარამიას საქმეს არ ვიცნობ და შესაძლოა, კვალიფიკაცია არ მეყოს, რომ მის საქმეს გავეცნო და გავიაზრო, რამდენად იმსახურებს ეს ადამიანი იმ სასჯელს, რაც აქვს. იურისტების საქმე უფროა მგონია ეს, ვიდრე ჩემი, თუმცა ერთი რამის თქმა შეიძლება, რაც ეპოქამ მოიტანა - ახალი ფინტები, ილეთები, ადრე არ იყო ცნობილი, თორემ, ჰერმან ვილჰელმ გერინგი შექმნიდა ადამიანის უფლებების დაცვის არასამთავრობო ორგანიზაციას და დაუსხლტებოდა ნიურნბერგის პროცესს - ვინღა გაუბედავდა NGO-ს პატრონს, არა?! ან კიდევ, ლავრენტი ბერია შექმნიდა პატიმართა უფლებების დაცვის მედიას - მედიამენეჯერი იქნებოდა და ხრუშჩოვი პასუხს ვეღარ მოსთხოვდა, რადგან ხელშეუხებელი იქნებოდა. ასეთი ფინტები ცნობილი არ იყო, თორემ, ისეთი ხალხი გამოჩნდებოდა ტელევიზიებსა და არასამთავრობოებში, რომ სანატრელი!“, - განაცხადა მაღრაძემ.