“როგორც ახლა ნიკა მელია ამბობს, არჩევნები უნდა დავივიწყოთ და სხვა გზით უნდა ვიაროთო, თუ მოახდინა ნიკა მელიამ რევოლუცია, არ არის გამორიცხული, ნიკა გვარამია ისევ პროკურორი გახდეს,” - ამის შესახებ ყოფილმა პოლიტპატიმარმა, ბიძინა გიორგობიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისი თქმით, მის საქმესთან უშუალოდ შეხებაში მყოფი პირებიდან ზოგიერთი დღეს უფლებადამცველია.
„სააკაშვილის ადვოკატი ჩემი პროკურორი იყო მაგალითად, რომელმაც ჩემთვის 8 წელი მოითხოვა. მაგალითად, კახა წერეთელი, რომელიც ახლა სააკაშვილის ადვოკატია და ნიკა გვარამიას საქმეზე ასევე დამენიას ადვოკატად არის რეგისტრირებული. იგია ასევე ავთო წერეთლის ადვოკატი და ასე შემდეგ.
ეს არის მათი კორპორაციული კავშირი, რომელიც 2000-იანი წლებიდან 2012 წლამდე მომდინარეობს. ერთმანეთთან არიან დაკავშირებული სხვადასხვა ისეთი ძაფით, რომელიც საზოგადოებამ ბოლომდე არ იცის. აი, ესაა ის კლანი, რომელზეც ძალიან ხშირად საუბრობენ, რომ სასამართლოში კლანია. ყველგანაა ეს კლანი. ეს კლანურობა ჩამოყალიბდა 90-იან წლებში. შემდეგ გადმოჰყვა, სააკაშვილის ხელისუფლების დროს უკვე სისხლითა და დანაშაულით ერთმანეთთან თანაშეზრდილი ადამიანები არიან, რომლებიც ხან პროკურორები არიან, თუ დასჭირდათ, შემდეგ - ადვოკატები და თუ დასჭირდათ - ისევ პროკურორები! ნიკა გვარამიას თუ დასჭირდა ისევ იქნება პროკურორი.
როგორც ახლა ნიკა მელია ამბობს, არჩევნები უნდა დავივიწყოთ და სხვა გზით უნდა ვიაროთო, თუ მოახდინა რევოლუცია, არ არის გამორიცხული, ნიკა გვარამია ისევ პროკურორი გახდეს. ისევ დაუწყოს დამოუკიდებელ მედიას დევნა, რასაც ისინი აკეთებდნენ“, - განაცხადა გიორგობიანმა.