logo_geo
eng_logo
ბიძინა გიორგობიანი: „ნაციონალური მოძრაობას“ ჰყავს საკუთარი ტერორისტული ჯგუფები ტელევიზიების სახით
- +

23 მაისი. 2022. 01:13

 

 

“საქართველოს შიდა დაპირისპირებამ ასახვა პოვა ევროპარლამენტის სხვადასხვა ფრაქციებთან მუშაობაში და ეს დავიდა ძალიან ცუდ დონეზე. აქედან ჩადიან ოპოზიციონერები, იქ შეხვედრას მოუწყობენ, ფოტოებს გადაუღებენ, რაღაც ტყუილებს ეტყვიან, რომ აქ ჩვენთან ხელისუფლებაშია არიან კაციჭამიები, თავისუფალი მედია იდევნება და ა.შ. ოღონდ რამენაირად არ მიიღონ საქართველოს განაცხადი, აქ კი წინასწარ აანონსებენ, რომ ეს იქნება ხელისუფლების ბრალი, “- ამის შესახებ ყოფილმა პოლიტპატიმარმა, ბიძინა გიორგობიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

 

„სულ რაღაც ერთი საუკუნის წინ, პოლიტიკურ პარტიებს ჰყავდათ ტერორისტული ჯგუფები. „ნაციონალური მოძრაობა“, ხომ არსებობს თვითონ პოლიტიკური პარტია. ნუ ერთი კაცის პარტიაა, რომელსაც მიმდევრები ჰყავს, მაგრამ თან მათ ჰყავთ თავიანთი ტერორისტული ჯგუფი საკუთარი ტელევიზიების სახით. არ არის აუცილებელი ტერორისტული ჯგუფი ადამიანებს კლავდეს. ესენი ჯერჯერობით არ ისვრიან, მაგრამ ეს ფეიკ ნიუსები არანაკლები ტერორისტული აქტია“, - განაცხადა გიორგობიანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner