logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: ჩვენ დავიცავით ქართველი ხალხი და ის, რომ ომში არ ჩავრთეთ ქვეყანა, ამით შესაძლოა, ისინი უკმაყოფილო იყვნენ, თუმცა ამაზე ღიად ვერ გვესაუბრებიან
- +

23 მაისი. 2022. 12:23

 

 

„ომის პირველ დღეებში უკრაინის ხელისუფლებასთან დებატებში ვერ შევიდოდით. რატომ? ერთი მარტივი მიზანი ჰქონდათ მათ თავიდანვე - ომში საქართველოს ჩართვა. ბუნებრივია, ასეთ საშიშ პოლიტიკურ ძალებთან იმ რთულ დღეებში დისკუსიას ჩვენ ავერიდებოდით“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

 

მისი თქმით, უკრაინაში ომის დაწყებიდან სამი თვე გავიდა და ჩამოთვალონ ფაქტები, რა არ გააკეთა საქართველოს ხელისუფლებამ უკრაინისთვის.

„არავითარი ფაქტი არ მოგვისმენია, დღესაც ვერ ვისმენთ და დარწმუნებული ვარ, ხვალაც ვერ მოვისმენთ, მაგრამ ამიტომ ვთხოვთ ჩვენ ყველას, რადიკალურ ოპოზიციასა და მის ლობისტებს, ჩამოწერონ, რა უნდა გაგვეკეთებინა და რა არ გავაკეთეთ. არ არის დღემდე არავითარი ფაქტი! ჩამოწერონ და მზად ვართ დისკუსიისთვის! დარწმუნებული ვარ, ვერცერთ ასეთ ფაქტს ვერ დაწერენ ერთი მარტივი მიზეზის გამო, რადგან რეალურად არაფერი არ დაგვიკლია, გარდა იმისა, რომ ქვეყანა ომში არ გავხვიეთ. შესაძლოა, ეს ვიღაცების სუბიექტურ ინტერესებში იყო, ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, მაგრამ ჩვენ დავიცავით ქართველი ხალხი და ის, რომ ომში არ ჩავრთეთ ჩვენი ქვეყანა, ამით ისინი შესაძლოა, იყვნენ უკმაყოფილო. თუმცა, ამაზე ღიად ვერ გვესაუბრებიან. ეს უნდოდათ, მაგრამ ღიად ვერ ამბობენ“, - განაცხადა კობახიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner