logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე CEPS-ის ანალიზზე: დასკვნის თანაავტორი, არც მეტი, არც ნაკლები, ერთ-ერთი მთავარი რადიკალი ელენე ხოშტარიაა - მასში უამრავი „ფეიკია“ და მთავარი „ფეიკი“ ბიძინა ივანიშვილს უკავშირდება
- +

23 მაისი. 2022. 12:30

 

 

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბრიუსელის კვლევითი ორგანიზაციის ანალიზის შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა და დასკვნის თანაავტორზე გაამახვილა ყურადღება.

 

„დასკვნის თანაავტორი, არც მეტი, არც ნაკლები, ერთ-ერთი მთავარი რადიკალი ელენე ხოშტარიაა. როგორ შეიძლება, რაიმე დასკვნას ვენდოთ? მასში უამრავი „ფეიკია“ და მთავარი „ფეიკი“ ბიძინა ივანიშვილს უკავშირდება. როგორ უნდა დაარწმუნო ვიღაც იმაში, რაც არ არსებობს? როგორ უნდა მოიტანო იმის მტკიცებულება, რაც არ არსებობს. რაღაც რომ არსებობს, იმის დამტკიცება შეიძლება და როცა ეს რაღაც არ არსებობს, ვერ დაამტკიცებ. ბიძინა ივანიშვილი რომ პოლიტიკურ პროცესებში არ არის ჩართული, როგორ უნდა დაამტკიცო? ფაქტი როგორ უნდა მოიტანო? ამიტომ, ჩვენ ვითხოვთ არა აღქმებს, არამედ - ფაქტებსა და არგუმენტებს“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

 

ბრიუსელის კვლევითმა ორგანიზაციამ CEPS საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიცემასთან დაკავშირებით ანალიზი გამოაქვეყნა. კრიტიკულ ანგარიშში წერია, რომ საქართველოსთვის ევროპულ ოჯახში გაწევრიანების პროცესის დაწყების შეთავაზება ნაჩქარევია. კვლევით ორგანიზაციასთან ოპოზიციის ლიდერი, ელენე ხოშტარია თანამშრომლობს და ამ ჯგუფის მიერ მომზადებული კვლევების თანაავტორია. ასევე, თამარ კოვზირიძე, რომელიც 2004-2008 წლებში სააკაშვილის ხელისუფლების ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, 2009-2012 წლებში კი პრემიერ-მინისტრის მრჩეველი და საგარეო ურთიერთობების მრჩეველთა ჯგუფის ხელმძღვანელი იყო.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner