logo_geo
eng_logo
ლევან ნიკოლეიშვილი: დღეს თუ ვინმეს აწყობს, რომ საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, არის სწორედ რუსეთი და მათი მოკავშირე ოპოზიცია
- +

23 მაისი. 2022. 12:49

 

 

„საქართველოში ყავლგასული თაღლითის ხელის გოგო, ვინმე ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ ჩვენი ქვეყანა არის ხვრელი რუსეთისთვის სანქციებისგან თავის ასარიდებლად. რეალურად ამ მოღალატეებს არანაირი ფაქტი არ აქვთ, რეალურად ეს მოღალატეები რუსეთის წისქვილზე ასხამენ წყალს“, - ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი  პარტია „ლელოს“ წევრის ანა ნაცვლიშვილის განცხადებას, რომლის თანახმად „ლელომ“ პარლამენტში პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაიბარა კითხვაზე პასუხის გასაცემად, რამდენად არის დღეს საქართველო დაცული და უსაფრთხო, რომ ის არ გახდეს შავი ხვრელი რუსეთის მიერ საერთაშორისო სანქციებისთვის თავის ასარიდებლად.

 

„ქართველმა ხალხმა უნდა იცოდეს, რომ დღეს ჩვენ გარშემო, მათ შორის პარლამენტში არიან თანამედროვე სერგო ორჯონიკიძეები, მოღალატეები, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ ჩვენი ქვეყნის უფსკრულში გადასაჩეხად. კერძოდ, ყავლგასული თაღლითის ხელის გოგო, ვინმე ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ ჩვენი ქვეყანა არის ხვრელი რუსეთისთვის სანქციებისგან თავის ასარიდებლად. რეალურად ამ მოღალატეებს არანაირი ფაქტი არ აქვთ, რეალურად ეს მოღალატეები რუსეთის წისქვილზე ასხამენ წყალს. კერძოდ, დღეს თუ ვინმეს აწყობს, რომ საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, არის სწორედ რუსეთი და მათი მოკავშირე ოპოზიცია საქართველოში. ხალხმა უნდა იცოდეს, რომ თანამედროვე სერგო ორჯონიკიძეებს ჩვენი ქვეყნის წარმატება პირდაპირ გულში ლახვრად ესობა“, - წერს ნიკოლეიშვილი facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner