logo_geo
eng_logo
სირიაში თვითმკვლელი ტერორისტის თავდასხმას 15-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
- +

15 აგვისტო. 2016. 10:43



სირიაში თურქეთის საზღვარზე მდებარე გამშვებ პუნქტთან თვითმკვლელმა ტერორისტმა ავტობუსში თავი აიფეთქა, რასაც 15 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. სააგნტო Reuters-ის ცნობით დაშავებულთა რიცხვი 25-ს აღემატება.


აღნიშნული ინციდენტი ათმეს საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან მოხდა. სირიის ადამიანის უფლებათა ცენტრის ინფორმაციით თავდამსხმელმა იმ ავტობუსში აიფეთქა თავი, რომელსაც თურქეთიდან სირიელი ამბოხებულები გადაჰყავდა. დაღუპულთა უმეტესობა სირიელი ოპოზიციონერი მებრძოლები არიან. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner