უფლებადამცველი გიორგი გაბედავა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
„წარმოიდგინეთ, მიშას დროს რომ ვიყავით დაკავებული უკანონოდ, ჩვენი დედები რომ გამოსულიყვნენ და ეთქვათ, ცუდად გრძნობენ ციხეში თავს და გამოუშვითო, გვარამია და ეს ნაცმედია არ დაგვცინებდა საჯაროდ? ან ამდენი რომ გვეწუწუნა, არ გავხდებოდით ერის სასაცილო? გმირობაზე ლაპარაკიც ზედმეტია, არასოდეს ვეძახდით საკუთარ თავს გმირებს, გმირი ვიცი მე საფლავში. პლუს ამას, ჩვენ უკანონოდ ვიჯექით ციხეში, ამას ევროპული სასამართლოს განაჩენიც ამბობს. აი, სააკაშვილის ხელებზე იმდენი სისხლია, მადლობა უხადეთ მთავრობას, რომ პიჯაკებზე ზის და არა ამდენ მკვლელობაზე. აი, მე კი, მთავრობას ვერ გადავუხდი მადლობას მიშას და გვარამიას დაკავებისთვის, რადგან ისინი არამართლზომიერ სასჯელს იხდიან! ადამიანები, რომლებმაც უამრავი ადამიანის ცხოვრება დაანგრიეს, ასეთ სასაცილო და სამარცხვინო რამეზე არ უნდა იყვნენ ციხეში. ვისაც სააკაშვილის რეჟიმი არ ახსოვს ასაკიდან გამომდინარე, გაუჩნდება კითხვა, მართლა პოლიტპატიმრები ხომ არ არიან ეს ადამიანებიო. მაშინ, როცა მეგი ქარდავა გყავთ ციხეში ადამიანების წამებებზე, მისი დამკვეთები პიჯაკებზე და მანქანით კატაობაზე არ უნდა ისხდნენ ციხეში!!! აი, ამიტომაც იფხანენ ენით ზურგს ნაცმედიაში მთელი ეს სექტა!“ - წერს გიორგი გაბედავა.