ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
„რაღამც „ნაციონალური მოძრაობის“ მედიამ ლევან მამალაძე თავად შემოიყვანეს საინფორმაციო სივრცეში და ჟურნალისტის მოუმზადებლობა მთელმა ქვეყანამ იხილა, დავეხმაროთ ჟურნალისტს მასალების მოძიებაში.
მოუსმინეთ, რა დანაშაულებში სდებდა ბრალს ლევან მამალაძე სააკაშვილის გუნდს 2003 წელს. ამ გამოსვლიდან მალევე ხელისუფლება შეიცვალა, მამალაძეზე ს/ს საქმე აღიძრა, თითქოს 35 ათასი დოლარის გამოძალვის ბრალდებით.
ე.წ. ვარდების რევოლუციების შემდეგ როგორ გამდიდრდნენ, გვახსოვს, ახლა 9 მილიონი რომ ეცოტავებათ...
ამის შემდეგ იმ ვიდეოს ავხსნი, რომელიც დაგპირდით, სადაც სააკაშვილი ოქრუაშვილზე და თავის ცარიელ ჯიბეზე საუბრობს. დასკვნები თავად გააკეთეთ. შეფასებების გაკეთება მხოლოდ ერთი მხარის პროპაგანდის საფუძველზე შეუძლებელია.
ადრე ხომ ნახეთ ჩემს გვერდზე ვიდეოები, როგორ მოუწოდებდა სააკაშვილი მოსახლეობას შევარდნაძისთვის მიეცათ ხმა, როგორ ლამაზ ფერებში გვიხატავდა შევარდნაძის მთავრობის, ანუ საკუთარი გუნდის წარმატებებს?!
შეგახსენებთ, იუსტიციის მინისტრობამდე სააკაშვილი იყო მოქკავშირის გენმდივანი, პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე, იუსტიციის საბჭოს მდივანი, უმრავლესობის ლიდერი წლების განმავლობაში.
ასე რომ, როცა სჭირდებოდა, შევარდნაძის პროპაგანდისტი იყო, როცა დასჭირდა, დაუპირისპირდა და შევარდნაძის დროს დაწყებული ყველა პროექტი მიითვისა.
ამ ვიდეოში სერიოზული ბრალდებებია“, - წერს ამირან სალუქვაძე.