logo_geo
eng_logo
თურქეთში ტელე-რადიო კომპანიის ჟურნალისტები დააკავეს
- +

15 აგვისტო. 2016. 10:44


თურქეთში, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ბრალდების საფუძველზე 43 ჟურნალისტი, მათ შორის სახელმწიფო ტელე-რადიო კომპანია TRT-ის 40 თანამშრომელი დააკავეს.

 

გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროისთვის დაკავებული ჟურნალისტების რაოდენობა 100-ს აჭარბებს.

 

სტამბოლში ბაზირებული ორგანიზაცია Platform for Independent Journalism-ის მონაცემებით კი, 11 აგვისტოს სახელმწიფო ტელე-რადიო კომპანიის 42 ჟურნალისტი დააკავეს, მათ შორის წამყვანებიც. დაკავებულებს შორის არის გამოცემა Zaman-ის კორესპონდენტიც.

 

სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა თურქეთში 16 ივლისის მოხდა, რასაც თურქეთის 246 მოქალაქე ემსხვერპლა. 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner