„ოპოზიციის მთელი ენერგია არის მიპყრობილი ბრიუსელისკენ, ვინაიდან იქ შეუძლიათ მოძებნონ ის რამდენიმე ადამიანი, რომლებსაც ალაპარაკებენ კრიტიკულად საქართველოს მიმართ“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი ხელაშვილმა ჟურნალისტებთან.
„ოპოზიციის ქმედებები უმეტეს შემთხვევაში არის მავნებლობა. პირდაპირ, არის რასაც გვეუბნებიან ჩვენი პარტნიორები, თუ რაზე მიმდინარეობს მათი საუბრები ამ შეხვედრებზე. როდესაც ჩამოდიან ძირითადად ლაპარაკობენ იმაზე, რომ რა ცუდია „ქართული ოცნება“ და რა ცუდად არის დასავლეთი ჩვენ მიმართ განწყობილი რაც კიდევ ერთი მიმანიშნებელია რაზე ჰქონდათ მათ საუბრები. მთელი მათი ენერგია არის მიპყრობილი ბრიუსელისკენ, ვინაიდან იქ შეუძლია მოძებნონ ის რამდენიმე ადამიანი, რომლებსაც ალაპარაკებენ კრიტიკულად საქართველოს მიმართ“, - განაცხადა ხელაშვილმა.