„უნდა გვესმოდეს, რომ ერთსქესიანი წყვილების ქორწინებას არავინ გვავალდებულებს", - განცხადებას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ჟურნალისტებთან საუბრისას აკეთებს. წულუკიანი ეთანხმება კოალიცია „ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებას, რომელიც კონსტიტუციაში ქორწინების ცნების განსაზღვრას ეხება.
„ეს არის სენსიტიური თემა. ჩვენ უნდა გვესმოდეს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ, რომ ვერც ევროპა, ვერც დასავლეთი, ვერც ასოცირების ხელშეკრულება, ვერც რომელიმე საერთაშორისო სასამართლო, ვერ დაგვავალდებულებს, რომ დავაქორწინოთ ერთსქესიანი პირები. საერთაშორისო ვალდებულება არ გვაქვს და ვერ გვექნება. სტრასბურგის სასამართლოც კი ამბობს, რომ ეს ისეთი თემებია, რომელიც საზოგადოების შიგნით უნდა გადაწყდეს ყველა ქვეყანაში. მე ვეთანხმები პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებას და ვიმუშავებ ამ საკითხზე", - განაცხადა წულუკიანმა.