logo_geo
eng_logo
მაია ბითაძე დევიდ მორანს შეხვდა
- +

23 მაისი. 2022. 17:42

 

 

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე, COP26-ის (ჩარჩო კონვენციის მხარეთა 26-ე კონფერენცია) ევროპაში, ცენტრალურ აზიაში, თურქეთსა და ირანში რეგიონულ ელჩს, დევიდ მორანს შეხვდა. 

 

მაია ბითაძემ სტუმარს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის ექვსპუნქტიანი გეგმა გააცნო. 

 

ასევე, ისაუბრა მომდევნო წლების პრიორიტეტებზე, რომლებიც, მისი განცხადებით, სრულ თანხვედრაშია ასოცირების შეთანხმებასთან და მდგრადი განვითარების მიზნებთან.

 

მხარეებმა განიხილეს კლიმატის ცვლილებებთან და გარემოს დაცვასთან დაკავშირებით ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის (WFD) პროგრამა და მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის ასპექტები. 

 

„კლიმატის ცვლილების შერბილების საკითხი პრიორიტეტულია ჩვენი კომიტეტისთვის და წარმოადგენს კომიტეტის სამოქმედო გეგმის მნიშვნელოვან ნაწილს, ამასთან დაკავშირებით კომიტეტი ავითარებს ისეთ თემებს, როგორიცაა მწვანე ზრდა და ცირკულარული ეკონომიკა, მდგრადი ურბანული განვითარება ასე შემდეგ. ჩვენი პარტნიორი დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნისთვის განსკუთრებით მნიშვნელოვანია სწორედ ახლა, ევროდირექტივების ტრანსპოზიციის პერიოდში, სწორედ ამიტომ მინდა მადლიერება გამოვხატო ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის (WFD) მიმართ და აღვნიშნო რომ მე ძალიან მიხარია, რომ დღეს ჩვენ ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდთან ერთად ვმუშაობთ გარემოსდაცვითი დემოკრატიის გაძლიერებაზე ჩვენს ქვეყანაში და გვაქვს მათთან ერთად დაგეგმილი კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული საკმაოდ ამბიციური სამომავლო გეგმები“, - განაცხადა მაია ბითაძემ. 

 

შეხვედრაში მონაწილეობდნენ კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ხატია წილოსანი, ბრიტანეთის საელჩოს წარმომადგენელი ჯორჯინა ჰარმსვორთი და ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის (WFD) წარმომადგენლობის ხელმძღვანელი საქართველოში ლაშა ნაკაშიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner