დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ოპოზიცია ყველა ტრიბუნას, ყველა შესაძლებლობას ერთადერთი მიზნისთვის, საქართველოს მთავრობისთვის ტალახის სროლისთვის იყენებს, რაც ირიბად და პირდაპირ ქართველი ხალხის წინააღმდეგ ბრძოლას ნიშნავს!
„ოპოზიცია ყველა ტრიბუნას, ყველა შესაძლებლობას ერთადერთი მიზნისთვის, საქართველოს მთავრობისთვის ტალახის სროლისთვის იყენებს, რაც ირიბად და პირდაპირ ქართველი ხალხის წინააღმდეგ ბრძოლას ნიშნავს! რამდენიმე დღის წინ პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში იმყოფებოდა, ობიექტური შეფასებით პრემიერის ვიზიტი ნაყოფიერი და წარმატებული იყო, ოპოზიცია კი მას წარუმატებლად აფასებს და უარგუმენტო ბრალდებებს აყენებს.
ერთ თვეში ევროკავშირმა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, რომელსაც საქართველოს მომავლის შეცვლა შეუძლია, საქართველოს მთავრობამ ყველაფერი გააკეთა, რათა საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღოს, ახლა ბურთი ევროსაბჭოს მოედანზეა, მჯერა საღი აზრი გაიმარჯვებს და საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს საფრთხე არ შეექმნება. თუ ევროკავშირი პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მიიღებს საქართველომ აუცილებლად უნდა მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, რადგან ჩვენ ჩვენი ომი უკვე გვქონდა და ჩვენი წილი სისხლი დავღვარეთ. ხოლო თუ ევროკავშირი წმინდა ინსტიტუციურ გადაწყვეტილებას მიიღებს, საქართველოს უპირობოდ უნდა მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი, რადგან საქართველო მის მიერ გატარებული რეფორმებით და მრავალი სხვა კომპონენტით მოლდოვაზე და უკრაინაზე წინ იმყოფება“, - წერს ჩიხელიძე.