ფარმაცევტულმა კომპანიებმა Pfizer-მა და BioNTech-მა განაცხადეს, რომ მათი ვაქცინის სამმა დოზამ 5 წლამდე ასაკის ბავშვებში ძლიერი იმუნური პასუხი გამოიმუშავა.
კლინიკურ კვლევაში 6 თვიდან 5 წლამდე ასაკის 1 678 ბავშვი მონაწილეობდა. მათ ვაქცინის უფრო მცირე დოზა (3 მიკროგრამი) მიიღეს.
კომპანიების განცხადებით, მათი ვაქცინის სამმა დოზამ (3 მიკროგრამი) ისეთივე იმუნური პასუხი გამოიმუშავა, როგორც 16-დან 25 წლამდე ასაკის ახალგაზრდების ჯგუფში, რომლებმაც ვაქცინის ორი დოზა (30 მიკროგრამი) მიიღეს.