logo_geo
eng_logo
პროკურატურამ თელავის რაიონის სოფელ აკურაში მომხდარი მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
- +

23 მაისი. 2022. 20:30

 

 

საქართველოს პროკურატურამ თელავის რაიონის სოფელ აკურაში მომხდარი მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ი.გ.-ს ბრალდება დაუსწრებლად წარუდგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის 21 მაისს, თელავის რაიონის სოფელ აკურაში, ი.გ.-მ სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, სანადირო თოფიდან გასროლით კ.მ.-ს და ბ.მ.-ს ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანების შედეგად კ.მ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო დროულად გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგად ბ.მ.-ს გადარჩენა მოხერხდა.

ი.გ.-მ სროლის შედეგად ასევე საფრთხე შეუქმნა შემთხვევის ადგილზე მყოფი ორი ადამინის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

ი.გ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19.109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებაში, ორი ან მეტი პირის მიმართ, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, თელავის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა და მის მიმართ გამოცხადდა ძებნა.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner