logo_geo
eng_logo
ECDC: მაიმუნის ყვავილის გადაცემის რისკი ძალიან დაბალია ზოგად პოპულაციაში, თუმცა მაღალია იმ პირებში, რომლებსაც ბევრი სექსუალური პარტნიორი ჰყავთ
- +

23 მაისი. 2022. 20:31

 

 

ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრის (ECDC) განცხადებით, მაიმუნის ყვავილის გადაცემის რისკი ძალიან დაბალია ზოგად პოპულაციაში, თუმცა მაღალია იმ პირებში, რომლებსაც ბევრი სექსუალური პარტნიორი ჰყავთ.

„მაიმუნის ყვავილი ადამიანებს შორის ადვილად არ ვრცელდება. ადამიანიდან ადამიანზე გადაცემა ხდება ინფექციურ მასალასთან მჭიდრო კონტაქტით ინფიცირებული ადამიანის კანის დაზიანებებიდან, ხანგრძლივი პირისპირ კონტაქტის დროს რესპირატორული წვეთებით და ფომიტების მეშვეობით. ამჟამინდელი ეპიდემიის დროს მაიმუნის ყვავილის დიაგნოზირებული შემთხვევების უმეტესობა მამაკაცებშია, რომლებსაც სქესობრივი კავშირი აქვთ მამაკაცებთან და ზოგიერთ შემთხვევაში, დაზიანებების ბუნება ვარაუდობს, რომ გადაცემა სქესობრივი აქტის დროს მოხდა. ECDC-ის ეპიდემიოლოგიური შეფასების საფუძველზე, მაიმუნის ყვავილის გავრცელების ალბათობა ადამიანებში, რომლებსაც ბევრი სექსუალური პარტნიორი ჰყავთ, მაღალია“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრში აღნიშნავენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ამჟამინდელი შემთხვევების უმეტესობა მსუბუქი ფორმით ვითარდება, მაიმუნის ყვავილის ვირუსმა შეიძლება მძიმე დაავადება გამოიწვიოს პოპულაციის გარკვეულ ჯგუფებში (მცირეწლოვანი ბავშვები, ორსული ქალები, დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე პირები), თუმცა მძიმე ავადობის შემთხვევების ალბათობა ჯერ ზუსტად ვერ შეფასდება.

გასული კვირის მდგომარეობით, ჯანმოს 12 წევრ სახელმწიფოში მაიმუნის ყვავილის 92 დადასტურებული და 28 საეჭვო შემთხვევა დაფიქსირდა.

მაიმუნის ყვავილი ინფექციური დაავადებაა, რომელიც ჩვეულებრივ მსუბუქი ფორმისაა და ენდემურია დასავლეთ და ცენტრალურ აფრიკაში. იგი ვრცელდება მჭიდრო კონტაქტით, ამიტომ მისი შეკავება შედარებით ადვილად შესაძლებელია ისეთი ღონისძიებების საშუალებით, როგორიცაა თვითიზოლაცია და ჰიგიენა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner