logo_geo
eng_logo
Reuters: ლიეტუვა, სლოვაკეთი, ლატვია და ესტონეთი უკრაინის აღდგენის დასაფინანსებლად ევროკავშირის მიერ გაყინული რუსული აქტივების ჩამორთმევას მოითხოვენ
- +

23 მაისი. 2022. 21:06

 

 

ლიეტუვა, სლოვაკეთი, ლატვია და ესტონეთი უკრაინის აღდგენის დასაფინანსებლად ევროკავშირის მიერ გაყინული რუსული აქტივების ჩამორთმევას მოითხოვენ. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ევროკავშირის ოთხი წევრი სახელმწიფოს შესაბამის წერილზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

3 მაისს, უკრაინამ ქვეყნის აღსადგენად საჭირო თანხა დაახლოებით 600 მილიარდ დოლარად შეაფასა, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ომი ჯერ კიდევ მიმდინარეობს, თანხა, სავარაუდოდ, მკვეთრად გაიზრდება.

 

„უკრაინის აღდგენის ხარჯების მნიშვნელოვანი ნაწილი, მათ შორის რუსული სამხედრო აგრესიის მსხვერპლთა კომპენსაცია, რუსეთმა უნდა დაფაროს“, - ნათქვამია წერილში, რომელიც 24 მაისს წარედგინება ევროკავშირის ფინანსთა მინისტრებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner