logo_geo
eng_logo
აქცია „მწვანე საქართველო -ჯანმრთელი მომავალი“-ს ფარგლებში კონცერტი გაიმართა
- +

15 აგვისტო. 2016. 10:59



თბილისის მერიის მხარდაჭერით, ალექსანდრეს ბაღში, ღია ცის ქვეშ, მსოფლიოში აღიარებული ქართველი სოლისტების აქციის, „მწვანე საქართველო - ჯანმრთელი მომავალი"-ს ფარგლებში, გრანდიოზული კონცერტი გაიმართა.  კონცერტს, რომელიც მიზნად საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას და ჯანსაღი გარემოს შექმნას ისახავდა, თბილისის მერი დავით ნარმანია და მისი მოადგილე ნატო ქიტიაშვილი დაესწრნენ. დავით ნარმანიამ პროექტში მონაწილე ოპერის მომღერლებს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ყველა ის ადამიანი, ვინც ამ კონცერტს მოისმენს უდიდეს სიამოვნებას მიიღებს. 
პროექტის ინიციატორები ცნობილი ქართველი საოპერო მომღერლები - ანიტა რაჭველიშვილი და ოთარ ჯორჯიკია იყვნენ. ორგანიზატორები კი ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული მუსიკალური ცენტრი და ხელოვანთა კავშირი Conceptart-ი.

ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრს კი ნიკოლოზ რაჭველმა და რეზო ჯავახიშვილმა უდირიჟორეს. 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner