logo_geo
eng_logo
ზელენსკიმ პუტინთან შეხვედრის პირობა დაასახელა
- +

23 მაისი. 2022. 23:46

 

 

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მზად არის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებისთვის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი ომის დასრულებას განიხილავენ, რომელიც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ დაიწყო.

 

„სახელმწიფოში გადაწყვეტილების მიღების ისეთი სტრუქტურა აქვთ, რომ პუტინის გარეშე გადაწყვეტილებები არ მიიღება. ყველა მათი უწყება გაერთიანებულია ერთი გადაწყვეტილებით - რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით.

 

თუ ჩვენ ვსაუბრობთ ომის დასრულების კონკრეტულ გადაწყვეტილებაზე, მაშინ მის გარეშე ეს გადაწყვეტილება არ იქნება, არ იქნება რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის გარეშე.

 

მას შემდეგ, რაც გააკეთეს, ამ შეხვედრების დიდი სურვილი ნამდვილად არ არის. შუამავლებთან შეხვედრის დიდი სურვილი არ არის.

 

ამიტომ, რუსეთიდან არავისთან შეხვედრას არ მივიღებ, გარდა რუსეთის პრეზიდენტისა და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოლაპარაკების მაგიდაზე ერთი საკითხი იქნება - ომის დასრულება“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner