logo_geo
eng_logo
იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროგრამის შედეგად იმერეთში პრობაციონერები დასაქმდნენ
- +

24 მაისი. 2022. 00:58

 

 

 

იმერეთში 10 პრობაციონერი დასაქმდა. იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროგრამის ფარგლებში გამარჯვებული პროექტის ბენეფიციარებს პროფესიული გადამზადების გავლის შემდეგ, საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობა გადაეცათ, - ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, ქუთაისში, ზესტაფონსა და ბაღდათში დასაქმებული პრობაციონერების სამუშაო პირობებსა და საქმიანობას იუსტიციის მინისტრის მოადგილე თორნიკე ჭეიშვილი გაეცნო.

 

ქიმწმენდის აპარატი ავტოსამრეცხაოსათვის, მეტალოპლასტმასის საამქროში სამუშაო იარაღების ნაკრები, ხელის მოტობლოკი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის და სილამაზის სალონის მუშაობისთვის საჭირო ტექნიკა ბენეფიციარებს იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროგრამის გამარჯვებულმა კომპანია „იმერეთის განვითარების ცენტრმა“ გადასცა.

 

იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროგრამის ერთ-ერთი მიზანი მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რეაბილიტაცია- რესოციალიზაციის ხელშეწყობა და დანაშაულის ეფექტიანი პრევენციაა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner