logo_geo
eng_logo
ერდოღანი საბერძნეთის პრემიერზე: ის ჩემთვის აღარ არსებობს - არასდროს დავთანხმდები მასთან შეხვედრას
- +

24 მაისი. 2022. 01:01

 

 

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი, კირიაკოს მიცოტაკისი მისთვის აღარ არსებობს. თურქეთის პრეზიდენტმა საბერძნეთის ლიდერი აშშ-ში ვიზიტის დროს თურქეთისთვის F-16-ის ტიპის გამანადგურებლების მიყიდვის დაბლოკვის მცდელობაში დაადანაშაულა.

 

„ჩვენ შევთანხმდით, რომ ჩვენს დავაში მესამე ქვეყნები არ ჩავრთოთ. ამის მიუხედავად, გასულ კვირას ის აშშ-ში ვიზიტით იყო, კონგრესში ისაუბრა და ამერიკელები გააფრთხილა, რომ ჩვენთვის F-16-ები არ მოეცათ. ის ჩემთვის აღარ არსებობს. მე არასდროს დავთანხმდები მასთან შეხვედრას. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს გზას პატიოსან პოლიტიკოსებთან ერთად“, - აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.

 

თურქეთსა და საბერძნეთს უთანხმოება აქვთ უამრავ საკითხთან დაკავშირებით, როგორიცაა საზღვაო საზღვრები, კონტინენტური შელფი, საჰაერო სივრცე და ეთნიკურად გაყოფილი კვიპროსი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner