საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კომპანია Salesforce-ის პრეზიდენტ ემი ვივერთან შეხვედრას სოციალურ ქსელ “ტვიტერში” ეხმაურება.
მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ კომპანია Salesforce-ის პრეზიდენტს საქართველოს ტექნოლოგიური და ინოვაციური მიმართულებით გლობალურ და რეგიონულ მულტიფუნქციურ ჰაბად ტრანსფორმაციაზე ესაუბრა.
„შეხვედრა გავმართე კომპანია Salesforce-ის პრეზიდენტ ემი ვივერთან. ვისაუბრეთ ახალგაზრდა, პროფესიონალური და კონკურენტული ადამიანური კაპიტალის მქონე საქართველოს ტექნოლოგიური და ინოვაციური მიმართულებით გლობალურ და რეგიონულ მულტიფუნქციურ ჰაბად ტრანსფორმაციაზე”, - წერს პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელ „ტვიტერში”.