logo_geo
eng_logo
ვახტანგ გომელაურმა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დანაყოფების ხელმძღვანელებთან სამუშაო თათბირი გამართა
- +

24 მაისი. 2022. 12:01

 

 

 

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დანაყოფების ხელმძღვანელებთან სამუშაო თათბირი გამართა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა მინისტრის პირველი მოადგილე შალვა ბედოიძე.

 

ვახტანგ გომელაურმა აჭარის პოლიციის დანაყოფის ხელმძღვანელებთან აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ქალაქ ბათუმში დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციული საპოლიციო ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.

 

მინისტრმა ყურადღება გაამახვილა პოლიციელებისთვის ღირსეული სამუშაო გარემოს უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ პოლიციელებისთვის სოციალური გარანტიების შექმნა სამინისტროსთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

 

შინაგან საქმეთა მინისტრმა შეხვედრაზე თანამშრომლებთან უწყების პრიორიტეტული მიმართულებებიც განიხილა და სამუშაო პროცესთან დაკავშირებით მათ შესაბამისი დავალებები მისცა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner