logo_geo
eng_logo
ნუგზარ ფოფხაძე: ჩვენი ალეკოც წავიდა, ალექსანდრე შენგელია!
- +

24 მაისი. 2022. 12:04

 

 

ჩემო კოლეგა-მეგობრებო!

 

ჩვენი ალეკოც  წავიდა, ალექსანდრე შენგელია!

 

აი, ვინ იყო ნაღდი, პროფესიონალი ჟურნალისტი! საქმისთვის თავდადებული, დაუღალავი, სიმართლისათვის შეუპოვარი მებრძოლი, პატრიოტი, მოქალაქე და მოღვაწე!

 

გაზეთ „თბილისის“ პირველი თაობა!

 

ტელევიზიაში მე გადმოვიბირე. კრისტალური პატიოსნების კაცს ყველაზე ფაქიზ თემების გაშუქებას ვანდობდი.

 

სხვა ღირსეულ კოლეგებთან ერთად ბევრი ოფლი დაღვარა “კაკაბეთის ზარების” მომზადებისას… ქურდობისა და ნარკომანიის წინააღმდეგ გაჩაღებული სატელევიზიო ომისას… „მოიპარეს ბიჭები“… „გზა ჯოჯოხეთისკენ“…  „გიორგი ყორიაული“… და არაერთი სხვა გადაცემის გამო ერთერთმა პირველმა დაიმსახურა იმ დროს, ტელე- რადიოჟურნალისტიკაში, ახლადაარსებული სახელმწიფო პრემია.

 

ჩემი უახლოესი მეგობარი და კოლეგა ალეკო შენგელია მართლაც საამაყო კაცი გახლდათ.

 

გულწრფელი სამძიმარი შვილებს, ახლობლებს!

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner