სააგენტო Associated Press-ის ინფორმაციით ნიუ-იორკის აეროპორტიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა. პოლიციამ კენედის სახელობის აეროპორტიდან მოქალაქეები მას შემდეგ გაიყვანა, რაც ტერმინალში რამდენიმე გასროლის ხმა გაისმა. გადაიდო ათობით ავიარეისი.
ადგილობრივმა პოლიციამ აეროპორტში სროლის შესახებ ინფორმაცია ადგილობრივი დროით 09:30 საათზე მიიღო, რის შემდეგაც მოხდა მგზავრების ევაკუაცია.
ნიუ-იორკის პოლიციამ აღნიშნული ინციდენტის შემდეგ იარაღი ან მასრები ვერ აღმოაჩინა.