logo_geo
eng_logo
ნიუ-იორკის აეროპორტიდან მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა
- +

15 აგვისტო. 2016. 11:16



სააგენტო Associated Press-ის ინფორმაციით ნიუ-იორკის აეროპორტიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა. პოლიციამ კენედის სახელობის აეროპორტიდან მოქალაქეები მას შემდეგ გაიყვანა, რაც ტერმინალში რამდენიმე გასროლის ხმა გაისმა. გადაიდო ათობით ავიარეისი.


ადგილობრივმა პოლიციამ აეროპორტში სროლის შესახებ ინფორმაცია ადგილობრივი დროით 09:30 საათზე მიიღო, რის შემდეგაც მოხდა მგზავრების ევაკუაცია.


ნიუ-იორკის პოლიციამ აღნიშნული ინციდენტის შემდეგ იარაღი ან მასრები ვერ აღმოაჩინა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner