logo_geo
eng_logo
რიკოთის გვირაბში ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
- +

24 მაისი. 2022. 12:10

 

 

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 25-28 მაისს რიკოთის გვირაბში ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.

 

უწყების ცნობით, თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 143-ე კილომეტრზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში, პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2022 წლის 25, 26, 27 და 28 მაისის 00:00-დან 06:00 საათამდე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner