logo_geo
eng_logo
ირაკლი ქადაგიშვილი ლევან იოსელიანის ინიციატივაზე: საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე პოლიტიკური გადაწყვეტილების დროს, კარგი იქნება საერთო პოლიტიკური ნების დემონსტრირება
- +

24 მაისი. 2022. 12:38

 

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ქადაგიშვილი ვიცე-სპიკერ ლევან იოსელიანის ინიციატივას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის თვალსაზრისით, პოლიტიკური გადაწყვეტილების დროს, საერთო პოლიტიკური ნების დემონსტრირება კარგი იქნება.

 

„ყველა ობიექტურ პარამეტრში, რომლითაც შეიძლება, რომ კომისიის დონეზე, ობიექტურად შემოწმდეს საქართველოს მზაობის საკითხი კანდიდატობის შესახებ, ჩვენ ძალიან მაღალი მონაცემები გვაქვს. ამიტომ, პოლიტიკური გადაწყვეტილების დროს, კარგი იქნება, საერთო პოლიტიკური ნების დემონსტრირება, მათ შორის - პოლიტიკური სპექტრისგან“, - აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner