პარლამენტის ვიცე-სპიკერი ლევან იოსელიანი ოპოზიციას სთავაზობს, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენლებს ერთობლივი წერილი გაუგზავნონ, რომლითაც დაადასტურებენ მზადყოფნას, რომ გააკეთებენ ყველაფერს, რაც მნიშვნელოვანია საქართველოს ევროინტეგრაციისთვის და კანდიდატის სტატუსის მისაღებად.
ჯერ უცნობია, რამდენი ოპოზიციონერი დეპუტატი უერთდება იოსელიანის შეთავაზებას.
„ოპოზიციაში რაღაც კითხვის ნიშნები რომ არ გაჩნდეს, ვის უნდა კანდიდატის სტატუსის მინიჭება და ვის - არა, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, ისეთი წერილი გაიგზავნოს, სადაც ცალსახად გამოვხატავთ ჩვენს დამოკიდებულებას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით“, - აცხადებს ლევან იოსელიანი.