logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი რადიკალურ ოპოზიციაზე: ადამიანური ტრაგედიით დაწყებული და ქვეყნის ევროპული პერსპექტივით დამთავრებული, მათთვის ყველა მიზეზი კარგია, რომ სიტუაცია არიონ და აბსოლუტური ძალაუფლება დაიბრუნონ
- +

24 მაისი. 2022. 12:46

 

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, რადიკალური ოპოზიცია არაფერს თაკილობს მთავარი მიზნის - ქვეყნის ევროინტეგრაციაში ხელის შეშლისა და ქვეყანაში დესტაბილიზაციის მისაღწევად.

 

„კულუარული ინფორმაციის ქონაც არ სჭირდება - დააკვირდით მათ საუბარს, მათ ჩართვებს ბრიუსელიდან. პირველი თემა, რითაც ისინი საუბარს იწყებენ, არის ხელისუფლების კრიტიკა და ის, თუ როგორ არ იმსახურებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რაღაცებს. სადაც ჩართვებში ამაზე საუბრობენ, რა თქმა უნდა, მათთვის, მთავარია, ეს ბერკეტი გამოიყენონ იმისთვის, რომ საქართველოში სიტუაცია გარკვეულწილად არიონ. მათთვის არ არსებობს არცერთი საკითხი, რომელსაც ისინი თაკილობენ. ადამიანური ტრაგედიით დაწყებული და ქვეყნის ევროპული პერსპექტივით დამთავრებული, მათთვის ყველა მიზეზი კარგია, რომ საქართველოში სიტუაცია არიონ და დემოკრატიული გზის გვერდის ავლით, რამენაირად, დაიბრუნონ ის აბსოლუტური ძალაუფლება, რომელიც მათ ჰქონდათ“, - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner