logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: ჩვენ ვცხოვრობთ სამართლებრივ სახელმწიფოში და გადაწყვეტილებას ადამიანის ბრალეულობის შესახებ იღებს სასამართლო
- +

24 მაისი. 2022. 13:14

 

 

„სამართლებრივი სახელმწიფო გულისხმობს იმას, რომ არის მართლმსაჯულების სისტემა, რომელიც არის ინსტანციური და სადაც ადამიანის ბრალეულობის შესახებ იღებს სასამართლო და არა სოციალური ქსელი, ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციები თუ ცალკეული ჯგუფები“, - ამის შესახებ პარალმენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით განუცხადა.

 

„ჩვენ ვცხოვრობთ სამართლებრივ სახელმწიფოში და გადაწყვეტილებას ადამიანის ბრალეულობის შესახებ იღებს სასამართლო. ჩვენ მოვისმინეთ განაჩენი. ეს გახლავთ პირველი ინსტანციის სასამართლო, ორივე მხარე აპირებს გასაჩივრებას, წინ არის სააპელაციო სასამართლო, სხვა დანარჩენი მიდგომა არის უბრალოდ ადამიანების მოსაზრებების საფუძველზე ვიღაცის მიმართ განაჩენის გამოტანა. ჩვენ ამას ყოველ დღე ვხედავთ სოციალურ ქსელში, ეს სამწუხარო ტენდენციაა, რომელიც დამკვიდრდა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner