logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: ერთი ადამიანიც ვერ იტყვის, ფაქტობრივად, რომ საქართველო რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლის გზაა
- +

24 მაისი. 2022. 13:18

 

 

„ერთი ადამიანიც ვერ იტყვის ფაქტობრივად, რომ საქართველო რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლის გზაა“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

 

„არა თუ პასუხები, არამედ შედეგებიც გვაქვს, რომ საქართველო არ არის რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლის გზა. შედეგია ის, რომ არავინ არ არსებობს, ვინც, ფაქტობრივად, იტყვის, რომ საქართველო გამოყენებულია, როგორც გვერდზე გავლის საშუალება. ეს არის შედეგი. ეს შედეგი დგას იმიტომ, რომ ხელისუფლება ამ მიმართულებით მუშაობს. მიღებული იქნა სხვადასხვა გადაწყვეტილებები. იყო სხვადასხვა პროცესები“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner