„რაც კი ხელშესახები მიღწევა აქვს საქართველოს ევროინტეგრაციის კუთხით, ყველაფერი უკავშირდება „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას - ეს არის ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და ვიზალიბერალიზაცია“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„სულ 3 ხელშესაღები მიღწევა გვქონდა ევროინტეგრაციის კუთხით და სამივე უკავშირდება „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას. რა შეეხება ბოლო პერიოდს, ჩვენ შევასრულეთ იმ იმ ვალდებულებების 45%, რომელიც ასოცირების შეთანხმებითაა გათვალისწინებული. ეს უპრეცედენტო და ბევრად უკეთესი შედეგია, ვიდრე აქვს უკრაინასა და მოლდოვას. ესეც რა თქმა უნდა, ჩვენი ხელისუფლების დამსახურებაა. ბოლო პერიოდის განმავლობაში კეთდებოდა ყველაფერი, რომ ევროკავშირის წარმომადგენლებთან გვქონდა დიალოგი იმისთვის, რომ ჩვენი განაცხადი იყოს წარმატებული“, - განაცხადა კობახიძემ.