logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი მიხეილ სააკაშვილზე: ყველა ნელ-ნელა ეგუება იმ აზრს, რომ როდესაც ადამიანი გირგვლიანის მკვლელებს ხელს აფარებს, ის უნდა დაისაჯოს
- +

24 მაისი. 2022. 13:20

 

 

„კარგია უკვე, ბოლო პერიოდში არ საუბრობენ, რომ მიხეილ სააკაშვილი უკანონოდ არის დაკავებული და ყველა ნელ-ნელა ეგუება იმ აზრს, რომ როდესაც ადამიანი გირგვლიანის მკვლელებს ხელს აფარებს, ის უნდა დაისაჯოს“, - ამის შესახებ პარალმენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

 

„როდესაც ადამიანი პარლამენტის წევრს თითქმის სიკვდილამდე აცემინებს, ის უნდა დაისაჯოს. რაც შეეხება სასჯელის მოხდის პირობებს, მათ შორის ჯანმრთელობის კუთხითაც, როგორც კი დასჭირდა მიხეილ სააკაშვილს სხვადასხვა სახის სამედიცინო მომსახურება, პირველივე დღიდან პენიტენციური სამსახური ამ მომსახურებას უწევდა. ყველა შესაბამისი მომსახურება მას გაეწია და როგორც ვხვდები, ექიმებისა და კლინიკების მიმართ მას პრეტენზიები არა აქვს. ამ კუთხით რაიმე შინაარსობრივი პრობლემა არ მომისმენია. გარდა იმისა, რომ არის მცდელობა, სააკაშვილი სასჯელს აარიდონ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner