logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: თუ აშშ-ის საელჩო შესაბამის განცხადებას არ გაავრცელებს, საზოგადოებას სრული უფლება ექნება, მიიჩნიოს, რომ საუბრები მოსამართლის დისკრიმინაციის შესახებ რადიკალური ოპოზიციის მორიგი დემაგოგია და სპეკულაცია იყო
- +

24 მაისი. 2022. 13:21

 

 

„ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ნებისმიერი მოსამართლე, რომელიც გახდება თავდასხმის ობიექტი, მიიღებს სათანადო დაცვასა და მხარდაჭერას ხელისუფლებისგან“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლის შესახებ საუბრისას.

 

ის ამერიკის საელჩოს თხოვნით მიმართავს.

 

„მესმის, რომ ამ კითხვაზე უარყოფითი პასუხის გაცემაც კი უხერხულობას ქმნის. ამერიკის საელჩოს მხრიდან უხერხულიც კი იქნება საუბარი იმაზე, რომ სისხლის სამართლის დანაშაული არ ჩაუდენია, დისკრიმინაცია არ განუხორციელებია, ქართული სასამართლოს დამოუკიდებლობაში არ ჩარეულა და არაფორმალური მმართველობა არ უცდია. თუმცა, სპეკულაციები გრძელდება და ამ სპეკულაციებს ამერიკის საელჩოს ერთი მცირე განცხადება მარტივად დაასრულებდა. თუ საელჩო შესაბამის განცხადებას არ გაავრცელებს, რაც ჩვენთვის სრულიად გასაგები იქნება, ქართულ საზოგადოებას სრული უფლება ექნება მიიჩნიოს, რომ საუბრები მოსამართლის დისკრიმინაციის შესახებ რადიკალური ოპოზიციის მორიგი დემაგოგია და სპეკულაცია იყო“, - აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner